Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

რომელ რეგიონებში იჩენს თავს უამინდობის ფენომენი

რომელ რეგიონებში იჩენს თავს უამინდობის ფენომენი

ცივი შემოდგომის ამინდი გაბატონდება მთელი კვირის განმავლობაში, რომელიც 2 ტალღად გადაუვლის სრულიად საბერძნეთს.

ტემპერატურის ვარდნა, ძლიერი წვიმა და ქარი დღეიდან ხუთშაბათამდე, 23 ოქტომბრამდე გასტანს. 

მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ საბერძნეთის დასავლეთ რეგიონებში მოსალოდნელია სეტყვაც. 

მეტეოროლოგი თოდორის კოლიდასი აცხადებს, რომ ღრუბლიანი ამინდი და წვიმაა მოსალოდნელი 20 ოქტომბერს იონიის ზღვის კუნძულებზე, პელოპონისოსა და სამხრეთ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე. ოთხშაბათიდან, 22 ოქტომბრიდან კი ამინდი საბერძეთის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილში გაუარესდება. 

ამინდის გაუმჯობესება 24 ოქტომბრიდან არის მოსალოდნელი, რაც მოსახლეობას მზიანი შაბათ-კვირის გატარების შესაძლებლობას მისცემს როგორც დედაქალაქში, ასევე საბერძნეთის კუნძულებზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *