Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

სალამინა: 75 წლის ქალი მძარცველებს შემოაკვდათ

სალამინა: 75 წლის ქალი მძარცველებს შემოაკვდათ

ამაღელვებელია 75 წლის ქალის შვილის განცხადება, რომლის სიცოცხლეც მძარცველებმა იმსხვერპლეს. 

გარდაცვლილი სალამინაში ცხოვრობდა. მძარცველები პარასკევს შუადღეს შეიჭრნენ მოხუცებულის სახლში და იმისთვის რომ ქალს მათთვის ხელი არ შეეშალა თავში ბოთლი ჩაარტყეს. აღნიშნული დარტყმა კი საბედისწერო აღმოჩნდა მოხუცებულისთვის.

გარდაცვლილის შვილი მასთან 5 წუთის მოშორებით ცხოვრობდა და დედის მოსანახულებლად მომხდარიდან 2 საათის შემდეგ მივიდა.

“მარტო იყო სახლში როცა მძარცველები შეიჭრნენ. ტელეფონზე ვურეკავდით და არ გვიპასუხა. შემეშინდა და მაშინვე გავემართეთ მის მოსანახულებლად. ჩემი და შევიდა პირველი სახლში. კარი ჩაკეტილი იყო მძარცველები ფანჯრიდან გადაძვრნენ. 3 კამერა გვაქვს დაყენებული სახლში, მაგრამ ის ვინც შევიდა იცოდა კარგად თუ საიდან არ გამოჩნდებოდა დაცვის კამერებში. სადარბაზოში ძაღლიც არის. მეზობლებსაც შემოესმათ ხმაური, მაგრამ რეაგირება არავის მოუხდენია. საშინელება მოხდა.. დედაჩმს არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია მძარცველებისთვის. ყველაზე საზარელი გზა აირჩიეს მის მოსაკლავად.” – აცხადებს გარდაცვლილის შვილი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *