Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

დორა პანდელი: ვერ წარმოვიდგენდი რომ 37 წლის ასაკში დედა გავხდებოდი

დორა პანდელი: ვერ წარმოვიდგენდი რომ 37 წლის ასაკში დედა გავხდებოდი

დორა პანდელიმ ისაუბრა მის განვლილ გზაზე სანამ დედა გახდებოდა. ჟურნალისტმა, რომელსაც ვაჟი ივლისის თვეში შეეძინა, პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ შეგუებული იყო იმ ფაქტს, რომ შვილი არასდროს ეყოლებოდა, რადგან ვერ შეძლო ეპოვნა იდეალური ცხოვრების მეგზური. 

გადაცემაში “მამა-დეს” შაბათს, 2 ნოემბერს, ჟურნალისტმა განაცხადა: “არ მჯეროდა რომ დედა გავხდებოდი. უკვე 37 წლის ვიყავი, არ მყავდა ნაპოვნი ჩემი ცხოვრების მეგზური და ვთვლიდი რომ ვიყავი თავისუფალი სული, რომელსაც მოგზაურობა უყვარს. სწორედ ამიტომ შევეგუე ფაქტს, რომ შვილი არასდროს მეყოლებოდა და ვერც სრულფასოვან ოჯახს შევქმნიდი. სრულიად გააზრებული მქონდა ისიც, რომ აღნიშნულ მდგომარეობას ჩემს ბედნიერებასა და მომავალზე გავლენა არ უნდა მოეხდინა. მიუხედავად ამისა ყველა მეკითხებოდა თუ როდის გავაჩენდი ბავშვს. როცა მეყოლა შვილი, სულ რაღაც 2,5 თვის შემდეგ ახალი კითხვებით მომმართავენ. “დორა როდის გააჩენ მეორეს?” საზოგადოებრივ ზეწოლას ქალებისთვის ბოლო არ აქვს. ჯერ ძალიან ახალი დედა ვარ. ხანდახან სახლში რომ ვბრუნდები კიდევ ვერ ვიჯერებ რომ შვილი მყავს. ახლა უკვე როცა შვილი მყავს კიდევ ერთი მიზეზი მაქვს ვიფიქრო, რომ ყველაფერი კარგად იქნება ჩემს ცხოვრებაში.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *