Latest news
17 ნოემბრის მნიშვნელობა სრულიად საბერძნეთისთვის ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ...
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
საბერძნეთისამართალი

საგზაო მოძრაობის წესები – რა შემთხვევაში დაეწერება მძღოლს ჯარიმა

საგზაო მოძრაობის წესები – რა შემთხვევაში დაეწერება მძღოლს ჯარიმა

საგზაო მოძრაობის ახალი კოდექსი ძველისგან განსხვავებით უფრო მკაცრი და ცალსახად კონკრეტული იქნება.

ტრადიციული ვარდისფერ ფურცელს, რომელზეც საგზაო პოლიცია მძღოლებს მოძრაობის წესების დარღვევის გამო ჯარიმას უწერდა, ელექტრონული ჯარიმის ფორმატი ჩაანაცვლებს. შესაბამისად ელ.პლატფორმა gov.gr-ის მეშვეობით მძღოლების პირად გვერდებზე იქნება ასახული ყველა ჯარიმა. 

მძღოლი, რომელიც მოძრაობის წესებს დაარღვევს, ელექტრონული ფოსტით (email) ან წერილობითი შეტყობინებით (sms) მიიღებს გაფრთხილებას და ჯარიმას, რომელშიც ასევე თანდართული იქნება ჯარიმის გადახდის კოდიც. 

ვადაგადაცილებული ჯარიმები, რომელთა დაფარვაც დროულად არ მოხდება, ავტომატურად გადაიგზავნება ელექტრონულადვე Taxisnet-ზე.

რათქმაუნდა მძღოლებს ექნებათ უფლება გაასაჩივრობ საგზაო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმა ელექტრონულად gov.gr-ის გამოყენებით, ჯარიმის გამოქვეყნებიდან 3 დღის განმავლობაში.

აღნიშნული ჯარიმები ავტომატურად აისახება მძღოლების ქულების სისტემაზეც. თუ რამდენი ქულა აქვს დარჩენილი მძღოლს შეუძლია შეამოწმოს ელექტრონულად.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯარიმის გადაუხდელობა არ აუქმებს ავტომატურად მართვის მოწმობას, თუმცა წარმოადგენს წინაპირობას მისი დაბრუნებისთვის, იმ შემთხვევაში თუ მოძრაობის წესების დარღვევისთვის მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთვა.  შესაბამისად მძღოლს, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობა არ შეუძლია დაიბრუნოს ის მანამ, სანამ არ გადაიხდის ჯარიმას. 

ელექტრონული ჯარიმების დაწერის პრაქტიკა დიდ ქალაქებში უკვე დაწყებულია და 2025 წლის ბოლომდე იგეგმება ამ მეთოდის სრულიად საბერძნეთის მასშტაბით გამოყენება. 

იმ შემთხვევაში თუ მძღოლებს არ აქვთ პირადი მონაცემები (ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა) მითითებული ელ.პლატფორმაზე ჯარიმა გაეგზავნებათ ტრადიციული მეთოდით. 

აღნიშნული სისტემის გამოყენება ხელს შეუწყობს გამჭვირვალობას, სამართლებრივი და ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებასა და დაჩქარებას და საგზაო მოძრაობის კოდექსის ეფექტურ მოქმედებას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *