ხანძარი ნეა სმირნში
ნეა სმირნის ცენტრში მდებარე ცნობილ რესტორანს ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო- სამაშველო სამსახურის მანქანები სასწრაფოდ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე.
თავდაპირველად ხანძარი ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ რესტორანში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა მიმდებარე ბინებშიც.
მძიმედ დაშავდა პირველი სართულის მცხოვრები, მას აღენიშნებოდა დამწვრობა და დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი “ევაგელიზმოს” საავადმყოფოში.
მეხანძრეებმა შეძლეს ბინებიდან ადამიანების ევაკუაცია. გადარჩენილებს შორის ერთი ჩვილი ბავშვია.
არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ხანძრის განზრახ გაჩენაზე.
როგორც რესტორნის დასუფთავების მუშაკმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რესტორნის დასუფთავების დროს მან შენიშნა 2-3 ადამიანი რომლებმაც ჩაამტვრიეს მინა და შესასვლელში გაურკვევლი ნივთი ისროლეს, რის შემდეგაც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა დანარჩენ ტერიტორიაზე.
აღნიშნულს ადასტურებს ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელზეც რესტორანში ხანძრის გაჩენის პირველი მომენტებია ასახული.
