Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

კორინთო: 43 წლის კაცი საკუთარ მანქანაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს

კორინთო: 43 წლის კაცი საკუთარ მანქანაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს

ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე 43 წლის ფურგონის მძღოლმა, რომელიც 14 ნოემბერს ღამით კორინთოში, კერძოდ არხეას გზაზე გაჩერებულ მანქანაში იპოვეს.

korinthostv.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კაცმა მოულოდნელად თავი შეუძლოდ იგრძნო, გადაწყვიტა, რომ მანქანა გაეჩერებინა ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან ასარიდებლად და გონება დაკარგა.

პოლიციამ მანქანის შემოწმებისას კაცი უგონო მდგომარეობაში იპოვა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, რომელმაც მძღოლი კორინთოს გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისთვის ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *