Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

სასმელი წყლის დეფიციტი ათენში – მორნოსა და ილიკის წყალსაცავები შრება

სასმელი წყლის დეფიციტი ათენში – მორნოსა და ილიკის წყალსაცავები შრება

მორნოსისა და ილიკის წყლის რეზერვუარებიდან გადაღებული უახლესი სურათები ათენის სასმელი წყლის მომარაგების პრობლემას კიდევ უფრო ნათელს ხდის, რადგან დედაქალაქის ორ მთავარ წყალსაცავში წყლის მარაგმა უპრეცედენტოდ იკლო.

მრავალწლიანი გვალვის შედეგად წყალსაცავებში წყლის დონემ იმ ზღვარს მიაღწია, რომელიც უკვე შეშფოთებას კომპეტენტურ ორგანოებშიც იწვევს.

ΕΥΔΑΠ-ი აღნიშნულ ტერიტორიებს პერიოდულად დრონებით ამოწმებს, რათა კონტროლს ქვეშ ჰქონდეს დედაქალაქის წყალმომარაგების სტაბილურობა, თუმცა ბოლო სურათი წყალსაცავებიდან კრიტიკულია. მორნოსში, კალიოს ძველი დასახლების ნაწილები, რომელიც ათწლეულების განმავლობაში წყალქვეშ იყო, ხელახლა წყლის ზედაპირზე ამოდის.

თუ რატომ არ უწყობს წყლის დონის მატებას ხელს ბოლო დღეების ძლიერი წვიმები, მეცნიერული ახსნა დღეს ამ კითხვას ათენის უნივერსიტეტის სტიქიური უბედურებების მართვის პროფესორმა, ევთიმის ლეკასმა გასცა:
“წყალსაცავები არსებითად ივსება არა წვიმით, არამედ ჩამონადენი ზედაპირული წყლებით, მაგალითად  თოვლის ნელი დნობით. მიწისქვეშა წყალშემკრები ფენების წყლით გამდიდრებას დიდი დრო სჭირდება.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *