Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

პტოლემაიდა: ავტობუსის მძღოლმა მოულოდნელად გონება დაკარგა

პტოლემაიდა: ავტობუსის მძღოლმა მოულოდნელად გონება დაკარგა

ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა პტოლემაიდაში დღეს დილით, როცა 40 ΔΕΗ-ს თანამშრომლით დატვირთული ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

kozan.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტობუსის მძღოლს გულის შეტევა დაემართა, საჭეზე კონტროლი დაკარგა, რის შედეგადაც ავტობუსი გზის დამცავ ჯებირებს შეეჯახა.

40 მგზავრიდან ერთ-ერთი მალევე მიხვდა, რომ მძღოლი თავს შეუძლოდ გრძნობდა, საჭე დაიჭირა და დაამუხრუჭა, რათა სავალალო შედეგი აერიდებინა თავიდან.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ 54 წლის მძღოლის სიცოცხლე გადაერჩინა, მაგრამ უშედეგოდ. რამდენიმე წუთში მძღოლი გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *