Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

6 დეკემბერი ალექსი ღრიღოროპულოსის მკვლელობის დღეა

6 დეკემბერი ალექსი ღრიღოროპულოსის მკვლელობის დღეა

15 წლის ალექსანდროს ღრიღოროპულოსს 2008 წლის 6 დეკემბერს საბერძნეთის პოლიციის თანამშრომელმა ესროლა. არასრულწლოვანის სიცოცხლე სწორედ პოლიციის თანამშრომლის, ეპამინონდას კორკონეასის გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. 

საბედისწერო ღამეს ალექსი მეგობართან ერთად ექსარხიაზე იმყოფებოდა. ადგილზე, სადაც პოლიციის ეკიპაჟსა და ახალგაზრდებს შორის უსიამოვნო ეპიზოდი დაფიქსირდა. პოლიციელებმა ადგილი მალევე დატოვეს, თუმა ეკიპაჟიდან 2 მათგანი, მათ შორის ეპამინონდა კორკონეასი უკან მიბრუნდა და ახალგაზდების მიმართულებით ორჯერ გაისროლა. სწორედ ამ ტყვიამ იმსხვერპლა ალექსი ღრიღოროპულოსის სიცოცხლე. საბედისწერო შემთხვევა მესოლოგიუსა და ძაველას ქუჩების კვეთაზე მოხდა. სკოლის მოსწავლეს ტყვია პირდაპირ გულში მოხვდა და ადგილზევე დაიღუპა. 

ცივსისხლიანი მკვლელობის შემდეგ ყოველწლიურად იმართება გამოსვლები რეჟიმის წინააღმდეგ. საპროტესტო მსვლელობები ძირითადად ორ ეტაპად იყოფა: დილის საათებში იგეგმება მოსწავლეთა მშიდობიანი გამოსვლა, ხოლო საღამოს საათებში კი საპროტესტო აქცია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *