Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

ისრაელის ახალი სახმელეთო ოპერაციის შედეგად ჰამასის ოთხი მაღალი სამხედრო წოდების პირი დაიღუპა

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში ჰამასის ათობით სამიზნეზე ბოლო 48 საათის განმავლობაში მეორე სახმელეთო შეტევა განახორციელა.

IDF-ის თვითმფრინავებმა და არტილერიამ დაარტყეს ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის კუთვნილ ტერორისტულ სამიზნეებს შუჯაიას რაიონში და ღაზას სექტორში.

დარტყმის სამიზნე იყო ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები წერტილები, ასევე სამხედრო სარდლობისა და კონტროლის ცენტრები.

ამავდროულად, ისრაელის მხრიდან ცნობილი გახდა, რომ ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო თაბდასხმების შედეგად დაიღუპა ჰამასის ოთხი მაღალი წოდების სამხედრო პირი, მათ შორის სადი ბარუდი, ჰამასის სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე და ერთ-ერთი სავარაუდო “დამკვეთი”.

გავრცელებული ცნობით, ბარუდი მოკლეს თვითმფრინავის დარტყმის შედეგად. ის მონაწილეობდა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის დაგეგმვაში და მრავალ სხვა სასიკვდილო თავდასხმაში ისრაელის წინააღმდეგ.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავის იერიშმა ღაზას სექტორში მოკლა ჰამასის სამი მეთაური: რიფატ აბასი, იბრაჰიმ ჯადბა და ტარექ მაარუფი.

ისრაელის მთავრობა ხაზგასმით აცხადებს, რომ თავდასხმები გაგრძელდება ისრაელის მიწაზე ჰამასის ლიდერების და მებრძოლების სრულ განადგურებამდე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბარბაროსულ თავდასხმებზე.

Facebook Comments Box