Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
კვირა, აპრილი 26, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

მამაჩვენი ჩემს ორივე დაზე ძალადობდა და დედამ ეს ყველაფერი იცოდა – აცხადებს არასრულწლოვანი გოგონების ძმა, რომლებზეც მამა სექსუალურად ძალადობდა

მამაჩვენი ჩემს ორივე დაზე ძალადობდა და დედამ ეს ყველაფერი იცოდა – აცხადებს არასრულწლოვანი გოგონების ძმა, რომლებზეც მამა სექსუალურად ძალადობდა

კუნძულ კრეტაზე, კერძოდ მესარაში დაფიქსირებული ოჯახურ და სექსუალური ძალადობის საქმეს საბერძნეთის პოლიცია იძიებს. 

მამა საკუთარ 14 წლის და 22 წლის შშმ ქალიშვილზე სექსუალურად ძალადობდა. 

აღნიშნული ფაქტის შესახებ პოლიციამ გოგონების 23 წლის ძმის მიერ შეტანილი საჩივარის შემდგომ შეიტყო. 

საქმეს ამძიმებს ისიც, რომ მოძალადეს საკუთარი 22 შშმ პირი შვილისგან შვილი ჰყავს.

რადიოსადგურ Politica 89,8-სთან საუბრისას გოგნების ძმამ საქმის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პოლიციაში დახმარების სათხოვნელად საკუთარი დების დასაცავად მივიდა:

“მამაჩემი ჩემს ორივე დაზე ძალადობდა. სხვა მათ არავინ მიკარებია. ვფიქრობ, რომ დედაჩემმა ამის შესახებ იცოდა. 3 იანვარს ჩემმა დამ მითხრა, რომ მისი შვილი მამაჩვენისგან ჰყავს. როდესაც დაორსულდა მოშორება უნდოდა, რადგან გაუპატიურების ნაყოფი იყო მისი შვილი და თან მამაჩვენმა იცოდა, რომ ამით სიმართლე გამჟღავნდებოდა.” 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებული ყველა ბრალდებას უარყოფს და ითხოვს, რომ მის შვილიშვილს ჩაუტარდეს DNA-ის ტესტი, რათა სიმართლეს ფარდა აეხადოს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *