ტაქსის მძღოლები სატრანსპორტო სამინისტროს წინ საპროტესტო აქციას გამართავენ
ტაქსის მძღოლები სატრანსპორტო სამინისტროს წინ საპროტესტო აქციას გამართავენ
ტაქსის გარეშეა დარჩენილი ათენი და სალონიკი დღეს დილის 6 საათიდან. ტაქსის მძღოლების გაფიცვა 14 იანვრამდე გაგრძელდება.
გაფიცულები დღეს დილის 10 საათზე შეიკრიბნენ და ავტომანქანებით სატრანსპორტო სამინისტროსკენ გაემართნენ, სადაც მთავარი საპროტესტო აქცია გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გაფიცვას უერთდებიან ტაქსის მძღოლები ვოლოსიდან, რომლებიც ხვალიდან გააჩერებენ სატრანსპორტო საშუალებას.
ატიკის ტაქსის მძღოლთა კავშირის პრეზიდენტმა, თიმიოს ლიბეროპულოსმა განაცხადა, რომ გაფიცვებს ექნებათ განმეორებითი ხასიათი და დედაქალაქსა და სალონიკში დაწყებული გაფიცვა სრულიად შესაძლებელია რომ საყოველთაო გაფიცვაში გადაიზარდოს.
Facebook Comments Box
