Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

14 იანვარი: ტაქსის მძღოლები გაფიცვას აგრძელებენ

14 იანვარი: ტაქსის მძღოლები გაფიცვას აგრძელებენ

გაფიცვას, რომელიც ათენისა და სალონიკის ტაქსის მძღოლთა პროფკავშირების ინიცირებით 13 იანვარს დაიწყო, დღეს, 14 იანვარს სრულიად საბერძნეთის ტაქსის მძღოლები შეუერთდნენ. 

როგორც თავის გუშინდელ სიტყვაში უკვე იწინასწარმეტყველა ტაქსის მძღოლების პროფკავშრების პრეზიდენტმა, 48 საათიანმა განმეორებითმა გაფიცვებმა საყოველთაო გაფიცვის სახე მიიღეს. 

შეგახსენებთ, რომ ტაქსის მძღოლების მთავარ მოთხოვნად გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებების ელექტრონულად დაქირავების პროგრამის შეჩერება რჩება. ტაქსის მძღოლები აღნიშნული პროგრამის 2035 წლამდე გადადებას ითხოვენ.

მოთხოვნათაგან ერთ-ერთია: 

  • სხვადასხვა აპლიკაციებისთვის მუშაობის წესების დადგენა, რათა აღმოიფხვრას არაჯანსაღი კონკურენცია, 
  • ტაქსის მძღოლებისთვის ავტობუსების ზოლებში შესვლის და გადაადგილების ნების დართვა,
  • ტარიფების კორექტირება, 
  • სამართლიანი საგადასახადო მოთხოვნები.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *