ეტოლოაკარნანიაში მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მოტივად სასიყვარულო ურთიერთება სახელდება
ეტოლოაკარნანიაში მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მოტივად სასიყვარულო ურთიერთება სახელდება
ლითოვუნიოს თემის პრეზიდენტის, კოსტას ალექანდრისის სასტიკი მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად სასიყვარულო ურთიერთობა სახელდება.
protothema.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების შედეგად ივარაუდება, რომ ბოროტმოქმედს პირადი შურისძიება ამოძრავებდა და აღნიშნული შურისძიების გამომწვევი მიზეზი იყო ეჭვიანობა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბოროტმოქმედი მკვლელობიდან რამდენიმე საათში თავადვე ჩაბარდა სამართალდამცავ ორგანოებს.
დაკავებულმა მსხვერპლს სამჯერ ესროლა. ჭრილობების მიღების პროცესში მსხვერპლი ავტომანქანას მართავდა. დაშავებულმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და კლდიდან გადავარდა.
Facebook Comments Box
