ეტოლოაკარნანია: განუყრელი მეგობრები იყვნენ – მეზობლები მსხვერპლის და თავდამსხმელის ურთიერთობაზე საუბრობენ
ეტოლოაკარნანია: განუყრელი მეგობრები იყვნენ – მეზობლები მსხვერპლის და თავდამსხმელის ურთიერთობაზე საუბრობენ
ადამიანები, რომლებიც თავდამსხმელს და მსხვერპლსაც იცნობდნენ, აცხადებენ რომ ისინი განუყრელი მეგობრები იყვნენ და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათი ურთიერთობა შეიძლებოდა ასე დამთავრებულიყო.
მკვლელობის მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, ეჭვიანობა გახდა.
მსხვერპლის, კოსტას ალექსანდრისის მეუღლემ ქმარი თავდამსხმელის გამო მიატოვა, მასთან ერთი წელი იცხოვრა, ხოლო დაშორების შემდეგ კი ისევ მეუღლესთან დაბრუნდა.
სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ქმარმა ცოლი უპრობლემოდ მიიღო, აპატია და გააგრძელა მასთან მშვიდი თანაცხოვრება მათი საერთო შვილის გამო. მიხედავად მცდელობებისა მიყენებული ტრავმის მოშუშება კაცმა ვერასდროს შეძლო. “ჩუმად, თავისთვის ატარებდა ამ მძიმე ჯვარს.” – აცხადებენ მეზლობები.
მეგობრებს შორის ურთიერთობა ქალის სახლში მიბრუნების შემდეგ დაიძაბა. მას შემდეგ თითოეული შეხვედრა შეხლაშემოხლით მთავრდებოდა და ბოლოს ტრაგიკულადაც დასრულდა.
“სამწუხაროდ ჩვენს პრეზიდენტს სიცოცხლე მოუსწრაფეს. მას უკან ერთი დაობლებული შვილი დარჩა. მისმა საუკეთესო მეგობარმა ის ჯერ გაყიდა, შემდეგ გული ატკინა და ბოლოს მოკლა.” – აცხადებს სოფლის მოსახლეობა.
