Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

რულა პისპირიგუ საავადმყოფოში გადაიყვანეს: “მისი დიაგნოზი ავტომატურად პასუხობს კითხვას, თუ რა დაემართათ ბავშვებს”-აცხადებს ალექსის კუგია

რულა პისპირიგუ, რომელიც  ბრალდებულია მისი სამი შვილის გარდაცვალებაში, გუშინ საავადყოფოში იქნა გადაყვანილი, მას სისხლის აუტოიმუნური დაავადების, წითელი მგლურას დიაგნოზი დაუსვეს.

ბრალდებულის ადვოკატის, ალექსის კუგიას განცხადებით, აღნიშნული დიაგნოზი ავტომატურად იძლევა პასუხს კითხვაზე, თუ რა დაემართათ ბავშვებს.

ეს არის მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც გადაეცემა მშობლებიდან შვილებს. დაავადების დროს სისხლში წარმოიქმნება საკუთარი ქსოვილების წინააღმდეგ მიმართული ანომალური ანტისხეულები, რომლებსაც აუტოანტისხეულებს უწოდებენ. აუტოანტისხეულებს შეუძლია ორგანიზმის პრაქტიკულად ნებისმიერი ქსოვილი დააზიანოს და პათოლოგიური ცვლილებები ორგანიზმის ფაქტობრივად ნებისმიერ სისტემაშია მოსალოდნელი. ზოგჯერ დაავადება აზიანებს კანს, გულს, ფილტვებს, სახსრებს, თირკმელებს და ნერვულ სისტემას.

„რამდენიმე დღის წინ ქალბატონ პისპირიგუს სისხლის წითელი მგლურას დიაგნოზი დაუსვეს, რამაც აიძულა ექიმები გაეკეთებინათ დამატებითი გამოკვლევები. ეს ტესტები ადრე რომ გაკეთებულიყო,  შემდგომი მოვლენების ტრაგიკული განვითარება არ გვექნებოდა.ეს ფაქტი ხაზს უსვამს ზოგიერთი სამედიცინო ექსპერტის არაკეთილსინდისიერებას, რომლებმაც ის ბრალდებულად აქციეს.

დაავადება, რომლითაც ქალბატონი პისპირიგუ იტანჯება არის ოქსიდაზას გენის იშვიათი მუტაცია, მე არ ვარ ბიოლოგი და ექიმი, მაგრამ ეს არის გენი, რომელიც მემკვიდრეობით გადადის და ბავშვებს გადაეცემა, რაც ავტომატურად იძლევა პასუხებს კითხვაზე, რა დაემართათ ბავშვებს, ის იძლევა პასუხს ყველა იმ ეპიზოდზე, რომელიც შეგნებულად დაამახინჯეს  ექიმებმა.

მე მჯერა, რომ ქალბატონ პისპირიგუს მოეხსნება მძიმე ბრალდება და მისი გადარჩენის ერთადერთი გზა არის სასამართლო პროცესი მათ წინააღმდეგ, ვინც ის ბრალდებულად აქცია”- აცხადებს ადვოკატი ალექსის კუგია.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *