Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
პარასკევი, მაისი 1, 2026
საბერძნეთი

გემის ჩაძირვა პილოსში: მძიმე ბრალდებებით დაკავებულია 20-დან 40 წლამდე ცხრა ეგვიპტელი ტრეფიკერი

პილოსის ტრაგედიის შემდეგ გუშინ, დღის მეორე ნახევარში,  კალამატას პორტის ადმინისტრაციამ საზღვაო დაცვის და უსაფრთხოების ოფიცრების დახმარებით ცხრა მამაკაცი დააკავა,რომლებიც 104 გადარჩენილთა შორის არიან.

ისინი არიან გემის ეკიპაჟის წევრები, ეგვიპტელები, რომლებსაც განსხვავებული როლები ჰქონდათ დანარჩენების ტრანსპორტირებაში.

ისინი დააკავეს ქვეყანაში უკანონო შესვლის, ადამიანებით უკანონო ვაჭრობის, დანაშაულებრივი ორგანიზაციის ფორმირებისა და გემის ჩაძირვის გამომწვევი გაუფრთხილებელი მოქმედებებისათვის.

საბერძნეთის სანაპირო დაცვის ერთობლივი სამძებრო-სამაშველო ცენტრის  კოორდინაციით, ამ დროისთვის 104 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, 78 ცხედარი კი ამოღებულია.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნა საზღვაო ზონაში მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ გრძელდებოდა, ძებნაში ჩართული იყო საზღვაო ფრეგატი და 2-დან 9-მდე გემი.

სანაპირო დაცვის ხომალდები სამძებრო სამუშაოებს დღეს დილით დაიწყებენ.

იმის გამო, რომ თითქმის ორი დღის განმავლობაში არც ერთი დაკარგული ადამიანი არ იქნა ნაპოვნი, ხელისუფლება პესიმისტურად უყურებს მომავალს და აჩენს შიშს, რომ შესაძლოა ხმელთაშუა ზღვაში ეს იყოს ყველაზე სასიკვდილო გემის ჩაძირვა, რაც კი მომხდარა.

არავინ იცის ზუსტად რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე, შესაძლოა, მხოლოდ ტრეფიკინერებს ჰქონდეთ ამის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც დაიკითხებიან.

გადარჩენილები ვერ ასახელებენ გემზე მყოფ ადამიანთა ზუსტ რაოდენობას, მათი თქმით ბორტზე სავარაუდოდ  500-დან 750-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

მიგრანტების დიდი რაოდენობა, ძირითადად ქალები და ბავშვები, ჩაკეტეს რკინის თევზსაჭერი გემის ტრიუმში და არავინ იცის რამდენი ადამიანი დაიმარხა გემთან ერთად ზღვის ფსკერზე.

როგორც სანაპირო დაცვის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, ეს არის ტაქტიკა, რომელსაც მიჰყვებიან ტრეფიკერები, რათა უფრო ადვილად გააკონტროლონ ემიგრანტების დიდი რაოდენობა და თავიდან აიცილონ არეულობები ნავის შიგნით.

იტალიაში მიგრანტების გადაყვანის რეჟიმი უკვე 2-3 წელია გრძელდება და დროთა განმავლობაში არალეგალური გადაზიდვები იზრდება. ბოლო სამი თვის განმავლობაში 10 ასეთი ტრანსფერი გამოვლინდა.

როგორც Frontex-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა , მიგრანტების ტრანსპორტირების შეჩერების გადაწყვეტილება ზედა ეშელენობეში უნდა იქნეს მიღებული.

„საკითხი მხოლოდ ოპერატიულად არ გადაწყდება, ბრიუსელმა საბოლოოდ უნდა მიიღოს ზომები”- აცხადებენ Frontex-ისა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლები. პირველი ღონისძიება იქნება, რომ არ ჰქონდეთ უფლება მოითხოვონ პოლიტიკური თავშესაფარი მათ, ვინც არალეგალურად არის გადაყვანილი ევროპაში.

სამძებრო – სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებით ასევე ხაზგასმულია თუ რატომ არ ჩაერია სანაპირო დაცვა სიკვდილის ნაკადის შესაჩერებლად, სანაპირო დაცვის წრეებიდან გაკეთდა განცხადება, რომ მათ არ შეუძლიათ ძალით ჩარევა, რადგან  ეს არ არის გათვალისწინებული არც ერთი საერთაშორისო კონვენციით. რადგან გემზე მყოფებმა დახმარება არ ითხოვეს, მათ არ შეეძლოთ მეტის გაკეთება, ვიდრე გემის მონიტორინგი, რომელიც მიცურავდა საერთაშორისო წყლებში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *