ტაქსის მძღოლები 3 დღიან გაფიცვას აცხადებენ
ტაქსის მძღოლები 3 დღიან გაფიცვას აცხადებენ
ტაქსის გარეშე დარჩება მომდევნო 3 დღის განმავლობაში ათენი.
მძღოლები 17 თებერვალს დილის 6 საათიდან გაიფიცებიან.
გაფიცვა 19 თებერვლის ჩათვლით გასტანს დაიწყება ათენიდან, ხოლო ოთხშაბათს და ხუთშაბათს სრულიად საბერძნეთის ტაქსის მძღოლები შეუერთდებიან.
გაფიცვის მიზეზი კი შეგახსენებთ, რომ ელექტრომობილობის სავალდებულო დანერგვაზე რეაგირებაა და მძღოლები რეგულაციის დაუყოვნებლივ გაუქმებას, ასევე მისი დანერგვის რეალისტურ გარდამავალ ეტაპს ითხოვენ. ასევე მთავარ მოთხოვნად რჩება გადასახადებთან დაკავშირებული კანონპროექტის 52-ე მუხლის დაუყოვნებლივ გაუქმება, რომელიც სასიკვდილო დარტყმას აყენებს ინდუსტრიას, რადგან კანონპროექტში არსებული რეგულაციები ახალისებს დაქირავებული მძღოლების გამოყენებას და უკან წევს ტაქსით სარგებლობის მნიშვნელობას.
