ირაკლიო: ავტომანქანა მინი-მარკეტის ვიტრინაში შევარდა
ირაკლიო: ავტომანქანა მინი-მარკეტის ვიტრინაში შევარდა
დღეს დილიდან აურზაურია ატეხილი ირაკლიოს ცენტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომლის დროსაც ავტომანქანა, რომელსაც 47 წლის მძღოლი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მინი მარკეტის ვიტრინაში შევარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა კალოკერინუს გამზირზე დაფიქსირდა. საგზაო პოლიციამ მძღოლს ალკოტესტი ჩაუტარა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.
საბედნიეროდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მატერიალური ზიანი მიადგა როგორც მინი მარკეტს, ასევე მარკეტთან მდგომ ვოლტის კურიერის მოტოციკლეტს და ავტომანქანას.
პოლიციამ დააკავა მძღოლი ავტომანქანის სახიფათო მართვისთვის.
Facebook Comments Box
