სალონიკი: 17 წლის ბიჭმა თანატოლი სკოლის საპირფარეშოში სცემა
სალონიკი: 17 წლის ბიჭმა თანატოლი სკოლის საპირფარეშოში სცემა
სასტიკად გაუსწორდა 17 წლის ბიჭი თანატოლს სალონიკში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
არასრულწლოვნები სკოლის საპირფარეშოში გაკვეთილებს შორის შესვენების დროს შევიდნენ. სკოლის მოსწავლეს თავდამსხმელი ჩუმად აედევნა და როგორც კი მასწავლებლების თვალს მოეფარნენ თავისა და სხეულის არეშე დაზიანებები მიაყენა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თავდასხმის მიზეზი ეჭვიანობა გახდა.
დაშავებული პაპანიკოლაუს საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დრომდე ექიმების ზედამხედველობის ქვეშ რჩება.
Facebook Comments Box
