Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

გაათავისუფლეს 17 წლის ბიჭი, რომელმაც საკუთარი მამის მკვლელობა აღიარა

გაათავისუფლეს 17 წლის ბიჭი, რომელმაც საკუთარი მამის მკვლელობა აღიარა

მრავალსაათიანი დაკითხვის შემდეგ პროკურორმა 17 წლის ბიჭის გათავისუფლების განკარგულება გასცა.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანმა დაკითხვისას აღიარა, რომ 26 თებერვალს მამამისს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ტავის არეში. 

პროკურორმა და გამომძიებელმა არასრულწლოვანი იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ ფსიქოლოგთან გაივლის თერაპიას.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 17 წლის ბიჭმა გამომძიებელს დეტალურად უამბო მამასთან მომხდარი ჩხუბის დეტალები და განაცხადა, რომ განზრახული არ ჰქონია მისი მკვლელობა.

ჩვენებაში არასრულწლოვანმა განაცხადა, რომ ბავშვობიდან იყო ძალადობის მსხვერლი, 7 წლიდან უწევდა ავტოფარეხში მუშაობა და იმყოფებოდა პედოფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

მამა-შვილს შორის არსებული გაუგებრობისა და ჩხუბების შესახებ უკვე წლებია საქმის კურსში იყო ბავშვთა დაცვის ორგანიზაციაც და ადგილობრივი პოლიციაც. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *