Latest news
ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის...
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

გამოუვალ მდგომარეობაში არიან ტაილანდში ჩარჩენილი საბერძნეთის მოქალაქეები –  საბერძეთის მიმართულებით ბილეთების ღირებულება 2500 ევროს სცდება

გამოუვალ მდგომარეობაში არიან ტაილანდში ჩარჩენილი საბერძნეთის მოქალაქეები –  საბერძეთის მიმართულებით ბილეთების ღირებულება 2500 ევროს სცდება

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული ბოლოდროინდელი საომარი მდგოამრეობის გამო ტაილანდში, კერძოდ პუკეტში დასასვენებლად წასული 5 საბერძნეთის მოქალაქე გამოუვალ მდგომარეობაშია. 

ბერძნები აცხადებენ, რომ როდესაც ტაილანდიდან აბუ-დაბის მიმართულებით ფრენა გაუუქმდათ ალტერნატიული ფრენების ძებნა დაიწყეს, რომელთა ღირებულებაც ყოველგვარ ლოგიკურ ფასს აჭარბებს და მათ ეკონომიკურ შესაძლებლობებს სცდება.

საბერძნეთის ხელისუფლება უზრუნველჰყოფს მოქალაქეების ეგეოსის ავიახაზებისა და  C-130-ის მეშვეობით აბუ-დაბიდან და დუბაიდან დაბრუნებას ქვეყანაში, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის ტაილანდში ჩარჩენილი საბერძნეთის მოქალაქეები მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგანან. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ალტერნატიული ფრენების საფასური ტაილანდიდან 2500 ევროს აჭარბებს. 

ტაილანდში ჩარჩენილი 5 საბერძნეთის მოქალაქე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაუკავშირდნენ საბერძნეთის საელჩოს ბანგკოკში საელჩოს საჭირო დახმარება არ გაუწევია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *