Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ხრისი ავღი: პროკურორმა უარყო მსჯავრდებულების მიერ მოთხოვნილი შემამსუბუქებელი გარემოებები 

ხრისი ავღი: პროკურორმა უარყო მსჯავრდებულების მიერ მოთხოვნილი შემამსუბუქებელი გარემოებები 

პროკურორმა კირიაკი სტეფანატუმ დღეს ათენის 5 წევრიან სისხლის სამართლის სააპელაციო სასამართლოში გამოსვლისას მოითხოვა, რომ კრიმინალურ ორგანიზაციად ცნობილ „ხრისი ავღის“ წევრებს, რომლებიც ორივე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ სცნო, არანაირი შემამსუბუქებელი გარემოება არ უღიარდეთ.

პროკურორმა მოითხოვა მოსამართლეებისგან, რომლებიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებენ, უარჰყონ ბრალდებულების ადვოაკატების მოთხოვნები. 

პროკურორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რომლიც საფუძველზეც ვხედავთ, რომ მსჯავრდებულთაგან რომელიმემ მოინანია ჭეშმარიტად. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი მონაწილეობდა კრიმინალურ ორგანიზაციაში მანამ, სანამ მისი დაშლა დაიწყებოდა.

თუ ბრალდების მხარის წინადადება დაკმაყოფილდება, მაშინ მსჯავრდებულთა ნაწილს დარჩება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მათთვის აღიარებული შემამსუბუქებელი გარემოებები, რომელიც აღიარებულ იქნა დანაშაულის ჩადენის შემდეგ კარგი ქცევის შედეგად. თუმცა, კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის მსჯავრდებულ არცერთ პირს, კერძოდ, ნიკოს მიხალოლიაკოსს, ილიას კასიდიარისს, იოანნის ლაღოსს, ხრისტოს პაპასს, ილიას პანაიოტაროსს, ღიორღოს ღერმენისს და არტემის მატეოპულოსს, პირველი ინსტანციის სასამართლოში შემამსუბუქებელი გარემოება არ მიუღიათ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *