Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სალონიკი: ინგლისური ენის პედაგოგის გარდაცვალებამ სოც.მედიაში საგანმანათლებლო საზოგადოება სკოლაში არსებულ ბულინგზე აალაპარაკა

სალონიკი: ინგლისური ენის პედაგოგის გარდაცვალებამ სოც.მედიაში საგანმანათლებლო საზოგადოება სკოლაში არსებულ ბულინგზე აალაპარაკა

სრულიად სალონიკის საგანმანათლებლო საზოგადოების დამწუხრება გამოიწვია პედაგოგი სოფია ხრისტიდუს გარდაცვალებამ, რომლის სიცოცხლეც შაბათს, 7 მარტს ინსულტმა იმსხვერპლა.

ინგლისური ენის მასწავლებელი 1-ლი მარტიდან მკურნალობას გადიოდა პაპაღეორღიუს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
სოფია ხრისტიდუს ჰქონდა ბაკალავრის, მაგისტრის, დოქტორის ხარისხი და საუბრობდა 7 უცხო ენაზე.

პედაგოგის გარდაცვალებამ მის კოლეგებში აღშფოთება გამოიწვია. ისინი აცხადებენ, რომ ინსულტი სოფია ხრისტიდუს პროფესიონალურ სფეროში ბოლო პერიოდში ძლიერი ზეწოლის შედეგად დაემართა. იმავე წყაროებზე დაყრდნობით მასწავლებელს სკოლის მოსწავლეები აბულინგებდნენ, რაზეც ყურადღებას საერთოდ არ ამახვილებდა დირექცია.

გამომდინარე იქიდან, რომ პედაგოგს წარსულშიც ჰქონდა გადატანილი ინსულტი და აწუხებდა გულის, თირკმელების და სხვადასხვა პრობლემები, გაიცა განკარგულება მისი საქმის ჯანდაცვის კომიტეტში გადაგზავნასთან დაკავშირებით, ქმედუუნარობის გამო წარემართა სრულად სასწავლო პროცესი.

ვინაიდან პედაგოგის გარდაცვალების კავშირი სკოლაში ბულინგთან შეუძლებელია დადასტურდეს, განათლების სამინისტროს მხრიდან არანაირი განცხადება ამ ეტაპზე არ გამოქვეყნებულა. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ასევე საგანმანათლებლო საზოგადოება სასამართლო ექსპერტიზას და მის დასკვნას ელოდებიან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *