Latest news
ლარისა: 16 წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება სახლისა და ბიზნესის წინ ლიცენზიის გარეშე ამკრძალავი ნიშნების დამონტაჟება კანონით ისჯება თრიასიო: 50 რომამ ჩაამსხვრია საავადმყოფოს ფანჯრები და თავს დაესხა ექიმებს მათი ნათესავის ტომოგრაფიის... 13 ივლისიდან დიდი საზაფხულო ფასდაკლებები იწყება რატომ უწოდებენ სალონიკს საერთაშორისო განათლების კარიბჭეს საბერძნეთი: ლიფტების სავალდებულო რეგისტრაციის ვადამ 2027 წლამდე გადაიწია მითები საკვებთან დაკავშირებით - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება პროდუქტების შერჩევისას ათენის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს კონდიციონერებს უფასოდ გადასცემს კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოება როგორ გარდაიქმნა აი-სტრატისი მწვანე კუნძულად
ხუთშაბათი, ივლისი 9, 2026
საბერძნეთიUncategorized

ბელა ხანიადან: ძაღლი, რომელიც ყოველდღე ბრუნდება სანაპიროზე, რომელსაც მის დაღუპულ ოჯახისწევრებთან ერთად სტუმრობდა ხოლმე

ბელა ხანიადან: ძაღლი, რომელიც ყოველდღე ბრუნდება სანაპიროზე, რომელსაც მის დაღუპულ ოჯახისწევრებთან ერთად სტუმრობდა ხოლმე

ფაქტი, რომ ძაღლები ადამიანების საუკეთესო მეგობრები არიან საუკუნეების მანძილზე არაერთხელ დამტკიცდა. აღნიშნული ურთიერთობა არა მხოლოდ თანაცხოვრებიდან გამომდინარეობს,ა არამედ ნდობიდან და სიყვარულიდან, რომელიც ძაღლებს და ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ.

ბელამ ხანიადან 2 წლის წინ დაკარგა მისი ოჯახისწევრები. ღრიღორი ბელასთან და კიდევ ერთ უპატრონო ძაღლთან ერთად ყოველდღე მიდიოდა კრიუს სანაპიროზე.

zarpanews.gr – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ძაღლების პატრონი გერმანიის მოქალაქე იყო, ახალგაზრდობიდან შეუყვარდა საბერძნეთი და პალეოხორა და გადაწყვიტა მისი დარჩენილი ცხოვრება საბერძნეთში გაეტარებინა. ღრიღორი მოძრავ სახლში ცხოვრობდა ბელასთან და კიდევ ერთ ძაღლთან ერთად და სამუშაო დღის შემდეგ მის საყვარელ ძაღლებთან ერთად გასეირნება ტრადიციად ჰქონდა ქცეული.
სამწუხაროდ 2 წლის წინ ღრიღორი გარდაიცვალა. სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა და ვეღარ მოასწრო მის საყვარელ მეგობრებთან გამომშვიდობება. მიუხედავად ამისა ბელა არ წყვეტს ტრადიციას და ყოველდღე ბრუნდება იმ ადგილზე სადაც მის მეგობრებთან ერთად დაუვიწყარ დროს ატარებდა.

ბელას ისტორია ადასტურებს, რომ ზოგიერთი არსებისთვის სიყვარული მარადიულია. ახლა მასზე ადგილობრივები ზრუნავენ და როცა მას იმ ბევრჯერ გათელილ გზაზე სანაპიროსკენ მიმავალს ხედავენ სიხარულით ეგებებიან და ცდილობენ ტკივილი შეუმსუბუქონ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *