სასამართლო დარბაზი, რომლის შეცვლასაც ითხოვენ, არის საბერძნეთის მასშტაბით ყველაზე დიდი
სასამართლო დარბაზი, რომლის შეცვლასაც ითხოვენ, არის საბერძნეთის მასშტაბით ყველაზე დიდი
დღეს დილის 9 საათზე სამწევრიანი სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარემ, ღეორღია სტეფანიდუმ სხდომა გახსნილად გამოაცხადა და სწორედ ასე დაიწყო საბერძნეთში ყველაზე სისხლიანი შეჯახების საქმის მოსმენა.
ტემბში 2023 წლის 28 თებერვლის ღამეს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზებისა და დამნაშავეების ვინაობის დასადგენად, რომლის შედეგადაც 57 მგზავრი დაიღუპა და ათობით დაშავდა სასამართლო პროცესი თესალიის უნივერსიტეტის „ღეოპოლის“-ის კომპლექსში ჩატარდება. სივრცეში, რომელიც ისტორიული სასამართლო პროცესის ჩასატარებლად სასამართლო დარბაზად გადაკეთდა.
მიუხედავად აყალმაყალისა, რომელიც დღეს როგორც დამსწრე საზოგადოებისგან, ასევე ადვოკატების დაჟინებული მოთხოვნისგან წარმოიქმნა, შეეცვალათ სასამართლო დარბაზი, იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ დარბაზს არ შეცვლის, რადგან აღნიშნული საბერძნეთის მასშტაბით ყველაზე დიდი სასამართლო დარბაზია 450 ადგილით. დღევანდელ გაუსაძლის მდგომარეობას და ხალხით გადაჭედილ დარბაზს კი ცუდ ორგანიზებას აწერს.
