Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთი

27 წლის ქალის გაუჩინარება კოსში: ბანგლადეშელის სახლში მისი დნმ იპოვეს, ეჭვმიტანილია მასთან ერთად მცხოვრები პაკისტანელიც

პოლიციამ კოსში 27 წლის ანასტასიას გაუჩინარების საქმეში, რომელიც ორშაბათიდან იძებნება, ახალი მტკიცებულებები იპოვა.

საქმის ცენტრალურ ფიგურად ითვლება 32 წლის ბანგლადეშელი, რომელიც უკვე დაკავებულია გატაცებისთვის.

ბანგლადეშელის გარდა, ძიების კვალდაკვალ პოლიცია საქმეში მასთან ერთად მცხოვრები პაკისტანელის შესაძლო მონაწილეობასაც  ვარაუდობს.

უსაფრთხოების კამერების კადრებში ჩანს, რომ ბანგლადეშელი თავის სახლში 27 წლის ანასტასიასთან  ერთად შედის, თუმცა, მასთან ერთად მცხოვრებმა პაკისტანელმა პოლიციას განუცხადა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა. პოლიციას მიაჩნია, რომ ის ცრუობს.

ასევე მნიშვნელოვანია გენეტიკური მასალის ანალიზის შედეგად მიღებული მტკიცებულებები, რადგან ანასტასიას დნმ ბანგლადეშელის სახლში აღმოაჩინეს.

წინა დღეებში, აღებული იქნა  მისი გენეტიკური მასალა ოთახიდან, სადაც ის ცხოვრობდა, რათა შეედარებინათ იგი არსებულ მტკიცებულებებთან.

კიდევ ერთი დეტალი შაბათს შუადღისას, მარმარის მიტოვებულ კორპუსში დაცვის თანამშრომლის მიერ აღმოჩენილ ანასტასიას მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით…

შემოწმებისას დადგინდა, რომ  რომ SIM ბარათი მობილური ტელეფონიდან  ამოღებული იყო, რაც აძლიერებს კრიმინალური ქმედების ალბათობას.

თუმცა, მიტოვებულ სახლს, სადაც მობილური ტელეფონი იპოვეს, არაფერი აქვს საერთო ანტენების მიერ ნაჩვენებ ადგილთან, საიდანაც გოგონა გაუჩინარდა 13 ივნისს, დილის 4:16 საათზე და არც იმ ადგილთან, სადაც ბანგლადეშელის  განცხადებით  წავიდა ანასტასია. სამაგიეროდ, ის ეჭვმიტანილის სახლთან ძალიან ახლოს იპოვეს – დაახლოებით 500 მეტრში. პოლიციის ვარაუდით ის იქ ვიღაცამ განგებ გადააგდო.

კოსზე ჩავიდა ანასტასიას დედა დეტექტივთან ერთად, რათა დაეხმაროს გამოძიებას მისი ქალიშვილის პოვნაში.

გოგონას დედამ პოლონურ ვებ-გვერდ „tuwroclaw“-ზე გაკეთებულ განცხადებებში ღიად ისაუბრა გატაცებაზე. “ბევრს ვერ ვიტყვი, მაგრამ მჯერა, რომ ის გაიტაცეს”, – თქვა მან.

სამძებრო ოპერაციაში, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს, მონაწილეობენ სამოქალაქო დაცვა, სახანძრო ბრიგადა, საბერძნეთის სამაშველო ჯგუფი, ასევე მოხალისეები დრონებით და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით.

ამავდროულად, ატიკის უსაფრთხოების დირექტორატის მკვლელობების დეპარტამენტის გუნდი ჩავიდა კუნძულზე შაბათს, რათა წვლილი შეიტანონ გამოძიებაში.

პარალელურად გრძელდება დაკითხვა ადამიანების, რომლებიც იმყოფებიან 27 წლის გოგონას სამუშაო და სამეგობრო გარემოში, მათ შორის მისი პარტნიორის, რომელთან ერთადაც ის სამუშაოდ კოსში ჩავიდა ერთი თვის წინ და რომელსაც უკანასკნელად დაუკავშირდა  გაუჩინარებამდე.

პარალელურად  ნათესავები და მეგობრები სოციალური ქსელის საშუალებით თურქეთის სანაპიროზეც კი ეძებენ, იმ იმედით, რომ თუ გოგონა  გატაცებულია, შესაძლოა მის კვალს მიაგნონ.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *