Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

დღეიდან სიმშვიდის საათები იცვლება

დღეიდან სიმშვიდის საათები იცვლება

ზაფხულის დროზე გადასვლასთან ერთად საბერძნეთში სიმშვიდის საათებიც იცვლება.
შეგახსენებთ, რომ დადგენილი სიმშვიდის პერიოდში ხმაურის გამოწვევა საჯმაოდ მკაცრად ისჯება.

აკრძალვები ვრცელდება როგორც დიასახლისებზე ასევე ბიზნესებზეც, განსაკუთრებით ურბანულ რაიონებში.

აღნიშნული სიმშვიდის პერიოდი, რომელიც პოლიციის განკარგულება N. 3/1996-ით რეგულირდება, 1-ლი აპრილიდან შედის ძალაში და 2026 წლის 30 სექტემბრამდე გასტანს.

  • შუადღის სიმშვიდის საათები 15:00-17:30
  • ღამის სიმშვიდის საათები 23:00 – 07:00

ზემოთ აღნიშნულ დროის მონაკვეთში შეზღუდულია ხმაურის გამომწვევი ყველა ქმედება:

  • მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენება, ტელევიზორის, რადიოს და სხვა მოწყობილობების გამოყენება მაღალ ხმაზე.
  • ყვირილი, ხმაურიანი თავყრილობა, ღონისძიებები შენობაში და კერძო სახლებში.
  • ხმაური ქუჩაში, მოედანებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
  • ხმაურიანი თამაშები და მწვავე განხილვები კაფე-ბარებსა და საჯარო თავშეყრის ადგილებში.
  • ჩხუბი პარკინგებზე.
  • პროდუქტისა და სხვადასხვა ნივთების ფურგუნებიდან და ავტომანქანებიდან ჩატვირთვა ან გადმოტვირთვა, რომელიც ხმაურს იწვევს მიმდებარე ტერიტორიაზე.
  • სხვადასხვა ელ.მოწყობილობებისა და ტრანსპორტის გამოყენება რომელიც ხმაურს იწვევს.
  • სიგნალიზაციის გამოყენება საჭიროების გარეშე.

გამონაკლისად ითვლება გადაუდებელი სამუშაოები, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესს ემსახურება. აღნიშნული სამუშაოები უნდა ჩატარდეს პოლიციის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

სანქციები, რომლებიც სიმშვიდის საათების დამრღვევებზე ვრცელდება შემდეგია:

  • ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელიც იწერება როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისთვის. ჯარიმის ოდენობა განსხვავებულია მუნიციპალიტეტის მიხედვით და ასევე დარღვევის სიმძიმის მიხედვით და მერყეობს 50 ევროდან 500 ევრომდე ფიზიკური პირებისთვის, ხოლო იურიდიული პირებისთვის შესაძლოა უფრო მაღალი ჯარიმის დაწერაც.
  • საქმიანობის შეჩერება ან შეზღუდვა: იმ შემთხვევაში თუ ბიზნესები გამუდმებით არღვევენ სიმშვიდის საათებს პასუხისმგებელ ორგანოებს შეუძლიათ შეაჩერონ, ან შეზღუდონ ბიზნესის საქმიანობა გარკვეული დროით.
  • სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა: იშვიათად, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში სიმშვიდის საათების დარღვევისთვის შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგეს, რაც ითვალისძინებს როგორც მცირე დროით პატიმრობას ასევე ჯარიმასაც.

პასუხისმგებელი ორგანოები შემოწმებებს სრული პერიოდის განმავლობაში ახორციელებენ საზოგადოებრივი სიმშვიდის დასაცავად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *