Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიUncategorized

რა ღირს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მანქანა

რა ღირს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მანქანა

ქვეყნის ლიდერის მანქანა მოძრავ ციხესიმაგრედაც კი შეიძლება ჩაითვალოს, ზოგჯერ კი ეროვნულ სიმბოლოდ. ათენიდან პეკინამდე, მოსკოვიდან ვაშინგტონამდე, ყველა ქვეყანა გამოხატავს ავტომანქანების მეშვეობით თავის პრიორიტეტებს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა დაცვის საკითხისადმი მარტივი, მაგრამ ფუნქციონალური მიდგომა აირჩია.

ყოველდღიურად გადაადგილებისთვის ის მონაცვლეობით ორ ჯავშანმანქანას იყენებს: შავი ფერის BMW X5 F15 თაობის Security Plus და Land Rover Range Rover L405 Sentinel. ორივე მანქანას აქვს გამაგრებული ჩარჩო, მრავალშრიანი ტყვიაგაუმტარი მინა, სპეციალური საბურავები, რომლებსაც თავდასხმის შემდეგაც კი შეუძლიათ მოძროაბის გაგრძელება და სალონის დალუქვის სისტემა.

უნდა აღინიშნოს, რომ კირიაკოს მიცოტაკისმა უარი განაცხადა პაპანდრეუს პრემიერ მინისტრობის დროს მიღებულ ავტომანქანებზე, რომლების საფასურიც 1,5 მილიონ ევროს უტოლდება და თითო ვიზიტი სახელოსნოში 25 000 ევრო ჯდება. მიცოტაკისს განსაკუთრებით უყვარს ავტომობილები და არაერთხელ უმგზავრია სატესტო მანქანებში, განსაკუთრებით ავტოშოუებზე ვიზიტების დროს. 

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომელიც Cadillac One-ით გადაადგილდება, სპეც.აღჭურვილობის ავტომანქანის საფასური 1,5 მილიონ დოლარს უტოლდება, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ავტომანქანა Aurus Senat Limousine 300 000 დოლარად არის შეფასებული. „აურუსი“ ეროვნული პროექტია, რომელიც კრემლის დაკვეთით დაიწყო და 2018 წელს წარადგინეს, რაც თვითკმარობის მკაფიო გზავნილია. შთამბეჭდავი “კაპოტის” ქვეშ ჰიბრიდული სისტემაა დამონტაჟებული, რომელიც 4.4 ლიტრიან V8 ძრავას ელექტროძრავასთან აერთიანებს და 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო სალონს ავტონომიური ჟანგბადის მიწოდების სისტემა აქვს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *