რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე
რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე
დღეს 19 წლის მირტოს დაკრძალავენ კეფალონიაში.
შეგახსენებთ, რომ გოგონა არღოსტოლის ცენტრალურ მოედანზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გული გაუჩერდა ნარკოტიკული ნივთიერების გადაჭარბებული რაოდენობით მოხმარების გამო.
გამოძიება გრძელდება და საქმის ახალი დეტალები ვრცელდება პრესაშიც. მირტოს ტელეფონის გახსნის შემდეგ სამართალდამცავმა ორგანოებმა აღმოაჩინეს ვიდეოზარი იმავე დღეს გამთენიის 4 საათზე 66 წლის კაცისგან, რომელიც ირწმუნება, რომ მირტო მისი 23 წლის მეგობრისგან გაიცნო გოგონას გარდაცვალებამდე 9 დღით ადრე. სწორედ 23 წლის ბრალდებულმა დაამატა საერთო ჩათში მირტო და ზემოთ აღნიშნული პირი: “13 აპრილს, დაახლოვებით 23:38 საათზე ვიდეო ზარით დამირეკა, რომელიც 3 წუთს გაგრძელდა. მითხრა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ფსიქოლოგიურად, სახლიდან წამოვიდა და აპირებდა ქუჩაში ღამის გათენებას, რადგან ფული არ ჰქონდა. ვურჩიე სახლში დაბრუნებულიყო, ან მეგობართან წასულიყო, რაზეც მიპასუხა, რომ არავინ ჰყავს. შემდეგ ფულის გაგზავნა შევთავაზე, რომ ბინა ექირავებინა და უსაფრთხოდ ყოფილიყო. მითხრა როგორ გადამეგზავნა ფული ელექტრონულად და გავუგზავნე 220 ევრო. ბოლოს მასთან გამთენიის 04:02 საათზე ვისაუბრე, დაახლოვებით 2 წუთს გაგრძელდა ჩვენი საუბარი. ვიდეოზარის დროს ვნახე, რომ ოთახში იყო წამოწოლილი და უკეთ გრძნობდა თავს. შემდეგ გათიშა, რადგან მივხვდი, რომ ვიღაც შევიდა ოთახში.”
66 წლის კაცი აცხადებს, რომ გამთენიის 5 საათზე მას უკვე 23 წლის ბრალდებული დაუკავშირდა და უთხრა, რომ მირტო საავადმყოფოში იყო და არ იცოდა მისი ტელეფონისთვის რა ექნა. კაცმა ურჩია, რომ მიეწოდებინა მირტოსთვის, ან თუ ეშინოდა პოლიციის დაეტოვებინა ტელეფონი და მეორე დღეს მიეტანა: “შემდეგი ზარით შემატყობინა, რომ ტელეფონი ჯაფეში დატოვა და მირტოს მეგობარს სთხოვა წამოეღო. ისევ დავრეკე მეორე დღეს და მითხრეს რომ გარდაიცვალა.”

