Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

მენოპაუზის 12 გაუცნობიერებელი ნიშანი. ნაწილი 1

მენოპაუზის 12 გაუცნობიერებელი ნიშანი.

10-დან 8 ქალს მენოპაუზის დრო ცხელებები, ხშირი ხასიათის ცვლილებები, ღამით ოფლიანობა და დაღლილობის შეგრძნება ახასიათებს.

მენოპაუზის დროს ჰორმონების დაბალმა დონემ და ორგანიზმში ასაკთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს სხვა, უფრო უჩვეულო სიმპტომებიც: კანის სიმშრალით და ქავილით დაწყებული, პირის ღრუში „მეტალის“ გემოს შეგრძნებით დამთავრებული.

  1. მკერდი კარგავს სიმკრივეს – მენოპაუზის შემდეგ ბევრი ქალი ამჩნევს, რომ მკერდი არ არის ისეთი „სავსე“, როგორც ადრე იყო. ამის გამომწვევი მიზეზი ორგანიზმში ესტროგენის შემცირებაა.
  2. უძილობა – მენოპაუზის ერთ-ერთი აუტანელი სიმპტომია, რამაც შეიძლება გაართულოს ქალის ყოველდღიური ცხოვრება. ესტროგენის დონის კლებასთან ერთად, რთულდება ტვინში არსებული „თერმოსტატის“ ფუნქციონირება. რაც იწვევს ციებ-ცხელებისგან ხშირ გამოღვიძებას.

მშვიდი ძილისთვის უკეთესი იქნება თუ: 

  • წახვალთ დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს.
  • მოერიდებით ტელეფონის, ტელევიზორის, კომპიტერის ეკრანებს დაძინებამდე.
  • მიიღებთ ნაკლებ სითხეს დაძინებამდე.
  • გექნებათ ოთახში სასურველი ტემპერატურა.
  • გაიღვიძებთ ერთსა და იმავე დროს ყოველ დღე.
  1. კანის სიმშრალე და ქავილი – ესტროგენების რაოდენობა ორგანიზმში კანის ელასტიურობას უწყობენ ხელს. მათი რაოდენობის შემცირება კი იწვევს კანის სიმშრალეს. რაც მენოპაუზის დროს, განსაკუთრებით ღამის საათებში, იწვებს ქავილს. ქავილის აღმოსაფხვრელად რეკომენდირებულია ყოველდღიურად დამატენიანებელი კრემის მოხმარება.                                                
  2. მეტალის გემოს შეგრძნება პირში – იშვიათია, მაგრამ მაინც არსებობს ენის, ტუჩების, ღრძილების და პირის ღრუს სხვა ნაწილების ტკივილის ან წვის შეგრძნებასთან ერთად.
  3. გემოს ცვლილება – ქალების ნაწილი აცხადებს რომ გარკვეულმა პროდუქტებმა გემო იცვალეს მენოპაუზის დროს. და მართლაც, ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს გემოს რეცეპტორების ცვლილება.
  4. თმის ცვენა – მენოპაუზის დროს შეიძლება შეამჩნიოთ რომ თმა შეგითხელდათ. ესეც უშუალო კავშირშია ორგანიზმში ესტროგენების რაოდენობის ვარდნასთან.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *