Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს

რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს

19 წლის მირტო ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირების შედეგად გარდაიცვალა. გოგონა სამმა ახალგაზრდამ ქუჩაში მიატოვა და სწორედ დაგვიანებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. დაკავებულები ირწმუნებიან, რომ მირტომ თავად მოითხოვა დაჟინებით კოკაინის მიღება, თუმცა გარდაცვლილი საწინააღმდეგო არგუმენტს ვეღარ მოიყვანს, რადგან მას ხმა უკვე აღარ აქვს. 19 წლის მირტო კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალია, კიდევ ერთი დაკარგული ხმა, რომელსაც არ მიეცა შესაძლებლობა თავის დაცვის. მსხვერპლის დადანაშაულება არის ფენომენი, რომლის მიხედვითაც მომხდარზე პასუხისმგებლობას ტრაგედიის ან დანაშაულის მსხვერპლს ვაკისრებთ. მსხვერპლის დადანაშაულების პრაქტიკა ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, დაიჯერონ, რომ თავად არასდროს გახდებიან მსხვერპლი.მათ განვსკით მათი ქცევის ან ჩაცმულობის გამო.

ეს წარმოდგენა მოიცავს ამა თუ იმ შემთხვევის მხოლოდ შინაგან, პიროვნულ მახასიათებლებთან დაკავშირებას და გარე ძალებისა და მოვლენების უგულებელყოფას.

თუმცა რა კავშირი ჰქონდა 66 წლის ზრდასრულ ადამიანს 19 წლის გოგონასთან? სწორედ ეს კითხვა უნდა იყოს სიღრმისეულად გამოძიებული. კაცს, რომელიც როგორც ირკვევა მთელი ღამის განმავლობაში კურირებდა ახალგაზრდების მოქმედებებს და მასთან კონტაქტზე იყო როგორც მირტო, რომელიც კაცს 23 წლის ბრალდებულმა გააცნო, ასევე თავად ბრალდებულიც. კაცს, რომელმაც ჩაურიცხა მირტოს ფული და სურვილი ჰქონდა გამთენიისას მასთან კომუნიკაციის. 19 წლის ახალგაზრდა რომ ეძებდეს თავგადასავალს, გამოცდილებებს, იყოს დაკარგული ან ჰქონდეს ფსიქოლოგიური პრობლემები, ან ოჯახთან დაძაბული მდგომარეობა თინეიჯერობის ერთ-ერთი თანმდევი მოვლენაა, თუმცა რამდენად ნორმალურია 66 წლის კაცს ჰქონდეს მსგავსი მჭიდრო და საეჭვო კავშირი 19 წლის გოგოსთან, ან თუნდაც 23 წლის ახალგაზრდასთან მაშინ, როცა მათ არანაირი ნათესაური კავშირი არ აკავშირებთ და ამავდროულად საუბარში იგივე პიროვნება 19 წლის გოგონას მოიხსენიებდეს “ქალად”.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *