Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
კვირა, აპრილი 19, 2026
საბერძნეთისამართალი

საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ

საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ

ახალი საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი მხოლოდ კანონდარღვევას კი არა გამუდმებით მოძრაობის წესების დარღვევასაც სჯის. გამომდინარე აქედან რაც უფრო მეტჯერ ფიქსირდება გადაცდომა, მით უფრო იზრდება ჯარიმის ოდენობა და საფრთხე, რომ მართვის მოწმობას ჩამოგვართმევენ.

დღემდე ყველაზე მაღალი ჯარიმა 8 000 ევრო იყო, რომელსაც დრიფტისთვის, უკიდურესად მაღალი სიჩქარით გადაადგილებისთვის წერდნენ. თუმცა არსებობს შემთხვევებიც, როცა აღნიშნული ჯარიმა შეიძლება 12 000 ევრომდეც კი გაიზარდოს.

აღნიშნული ჯარიმა იწერება მაშინ, როცა მძღოლი არაერთ საგზაო მოძრაობის წესს არღვევს.

მაგალითად მძღოლი რომელიც მაღალი სიჩქარით გადაადგილდება და ცდილობს შეეჯიბროს სხვა ავტომანქანას და სწორედ ასე იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევას მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებისთვის არ დაჯარიმდება. მისი კანონდარღვევები შეიკრიბება მაგ. სახიფათო მართვა, ავარიის გამოწვევა, გადაჭარბებული სიჩქარით მართვა და ელვის სისწრაფით გაზრდილ ჯარიმასთან ერთად მძღოლი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაშიც მიეცემა.

ზემოთხსენებული პრინციპი ვრცელდება რეციდივის შემთხვევებშიც. მძღოლი, რომელიც უკვე არაერთხელ არის დაჯარიმებული და მაინც აგრძელებს მოძრაობის წესების დარღვევას აუცილებლად აღმოჩნდება თანმიმდევრული, შეკრებითი ჯარიმების წინაშე, რომლებიც ყოველ ჯერზე ორმაგდება.

განსაკუთრებით მძიმეა შემთხვევები, როდესაც გადაჭარბებული სიჩქარით ვმართავთ ავტომანქანას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ან ამ მდგომარეობაში ვიწვევთ ავარიას. ამ შემთხვევაში სასჯელი მხოლოდ ადმინისტრაციული არ არის. არსებობს დაკავების საფრთხე და მრავალი წლით, 10 წლითაც კი მართვის მოწმობის ჩამორთმევის საფრთხეც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *