Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს

მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს

100 000 წლის განმავლობაში ჩანდა არააქტიური მეთანას ვულკანი, რომელიც სამხრეთ ეგეოსის ვულკანური რკალის ნაწილია.

შვეიცარიის უნივერსიტეტის “ETH Zurich”-ის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო კვლევითმა ჯგუფმა დეტალურად გაიარა მისი ვულკანური აქტივობის 700 000 წელზე მეტი პერიოდი და დაადგინა, რომ მიძინების პერიოდში ვულკანი მიწისქვეშა აქტივობას აგრძელებდა.

გამოკვლეული პერიოდის განმავლობაში დადგინდა, რომ ცულკანი 31-ჯერ ამოიფრქვა. ამის დასადგენად კი მკვლევარებმა აიღეს საველე სინჯი, შეაგროვეს მასალა ლავის ნაკადებიდან, ვულკანური გუმბათებიდან და ფერფლის საბადოებიდან. მათ ასევე შეისწავლეს 1250-ზე მეტი პატარა მაგმატური კრისტალი, რომლებიც როგორც მკვლევარებმა აღნიშნეს: „მიკროსკოპული დროის კაფსულების“ ფუნქციას ასრულებენ. ისინი სხვადასხვა დროს მაგმაში იზრდებიან და მათი წარმოქმნის პირობებსა და დროს აღრიცხავენ.

ვულკანის ისტორიის რეკონსტრუქციამ აჩვენა, რომ ის დაახლოებით 110 000 წლის განმავლობაში მიძინებული იყო, სანამ ისევ გაიღვიძებდა და აქტივობის ამჟამინდელ ციკლს განაახლებდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *