რა განრიგით გადაადგილდება ტრამვაი შაბათ-კვირას
რა განრიგით გადაადგილდება ტრამვაი შაბათ-კვირას
საბერძნეთის სატრანსპორტო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტრამვაის გადაადგილების განრიგი ხვალიდან, 25 აპრილიდან შეიცვლება.
შაბათს, 25 აპრილს, დილის 7 საათიდან შუადღის 12 საათამდე ტრამვაის მე-7 ხაზის ბოლო გაჩერება “აღიოს ალექსანდროს”-ის სადგური იქნება. ტრამვაი მარშრუტებს შეასრულებს “აღიოს ალექსანდროს – აკტი პოსიდონოს – აღიოს ალექსანდროს” მონაკვეთზე. გადაადგილების განრიგის და მარშრუტების ცვლილება გლიფადაში განხორციელებული ტექნიკური სამუშაოების გამო მოხდა.
კვირას, 26 აპრილს კი რიგით მე-17 ნახევარმარათონის გამო დილის 8 საათიდან შუადღის 13:30 საათამდე ტრამვაის მე-6 ხაზი გადაადგილდება “მუსონ- სინდაღმა – მუსონ”-ის მონაკვეთზე, ხოლო მე-7 ხაზი კი “ასკლიპიიო ვულას – პარკო ფლიზვუ – ასკლიპიიო ვულას” და “აღია სკეპი – აკტი პოსიდონოს – აღია სკეპი”-ს მონაკვეთებში. ზემოთ აღნიშნული დროის მონაკვეთში ტრამვაი არ გაჩერდება “ტროკანდერო” “პიკროდაფნი” და “ედემი”-ს სადგურებზე, შესაბამისად მე-7 ხაზიდან მე-6 ხაზზე გადაჯდომა შეუძლებელი იქნება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვირიდან, 26 აპრილიდან ხუთშაბათის, 30 აპრილის ჩათვლით, კერძოდ ღამის 8 საათამდე, ტრამვაის მე-7 ხაზის ბოლო გაჩერება “სეფ”-ის სადგური იქნება.
