Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

როდემდე გასტანს სოციალურ პროგრამაზე ტურიზმი ყველასთვის რეგისტრაცია

როდემდე გასტანს სოციალურ პროგრამაზე ტურიზმი ყველასთვის რეგისტრაცია

29 აპრილს, 23:59 საათზე იხურება პლატფორმა სოციალურ პროგრამაში “ტურიზმი ყველასთვის” განცხადებების მისაღებად. 

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია 29 აპრილამდე ყველა ΑΦΜ-ის მფლობელისთვის არის შესაძლებელი.

პროგრამაში დიდი რაოდენობით მონაწილეობის მიღების მსურველთა გამო სისტემას ჰქონდა ხარვეზები და რეგისტრაციის ტემპიც საკმაოდ შენელდა. წარუმატებელი რეგისტრაციის გამო კი მოქალაქეებს არაერთხელ მოუწიათ განცხადებების გაკეთება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში არატურისტული სეზონის პერიოდში პროგრამაში მონაწილეებს ბარათის გაცემის დღიდან 30 აპრილამდე და 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო დაფინანსებით შვებულების გატარებისას.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დასაოჯახებელ პირებს, რომელთა შემოსავალიც 16 000 ევროს შეადგენს, დაოჯახებულებს, რომელთა წლიური შემოსავალიც 24 000-ია თითოეულ შვილზე 5 000 ევროს დანამატით, ხოლო მარტოხელა მშობლებს 29 000 მაქსიმალური წლიური შემოსავალი უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ განცხადება დაუდასტურონ. 

რეგისტრაცია შეგიძლიათ ამ ბმულზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *