Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კანადელმა ჟურნალისტმა ათენის ვენიზელოს აეროპორტში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ განგაში გამოაცხადა

ათენის აეროპორტში თელ-ავივიდან ჩაფრენილ  თვითმფრინავზე ბომბის არსებობის შესახებ გამოცხადებული განგაში უსაფუძვლო აღმოჩნდა.

ყველაფერი საღამო ხანს, დაახლოებით 18:10 საათზე დაიწყო, როდესაც კანადელი ეროვნების მამაკაცი  “ელეფთერიოს ვენიზელოს” სახელობის აეროპორტის საინფორმაციო ჯიხურთან მივიდა და  განაცხადა, რომ თვითმფრინავში, რომელიც აეროპორტში თელ-ავივიდან დაეშვა, ბომბი იყო.

მამაკაცი მაშინვე დააკავეს და პოლიციამ ის დაკითხა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო კანადელი ჟურნალისტი, რომელმაც თქვა, რომ ის აშუქებდა ისრაელის ომს და მისი განცხადების თანახმად, მან გადაწყვიტა ცრუ განგაში გამოეცხადებინა, რათა შეემოწმებინა ათენის აეროპორტში რა შესაბამის  ზომებს მიიღებდნენ!

მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების მიზნით მაინც განხორციელდა პოლიციის მიერ გაწვრთნილი ძაღლების მეშვეობით თვითმფრინავს შემოწმება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *