პროგრამაზე ტურიზმი ყველასთვის დასარეგისტრირებელი პლატფორმა დღეს იკეტება
პროგრამაზე ტურიზმი ყველასთვის დასარეგისტრირებელი პლატფორმა დღეს იკეტება
დღეს, 23:59 საათზე იხურება პლატფორმა სოციალურ პროგრამაში “ტურიზმი ყველასთვის” განცხადებების მისაღებად.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია 3 მაისამდე შესაძლებელი იყო კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის, ΕΦΚΑ-ში დაზღვეულთათვის და უმუშევრებისთვის.
პროგრამაში დიდი რაოდენობით მონაწილეობის მიღების მსურველთა გამო სისტემას ჰქონდა ხარვეზები და რეგისტრაციის ტემპიც საკმაოდ შენელდა. წარუმატებელი რეგისტრაციის გამო კი მოქალაქეებს არაერთხელ მოუწიათ განცხადებების გაკეთება.
აღნიშნულ პროგრამაზე რეგისტრაციის ვადამ 3-ჯერ გადაიწია.
პროგრამის ფარგლებში არატურისტული სეზონის პერიოდში პროგრამაში მონაწილეებს 2026 წლის 18 მაისიდან 2027 წლის ივნისის ბოლომდე შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო დაფინანსებით შვებულების გატარებისას.
რეგისტრაცია შეგიძლიათ ამ ბმულზე.
