საჯარო მოხელეების საპროტესტო აქცია დილის 10:30 საათზე დაიწყება
საჯარო მოხელეების საპროტესტო აქცია დილის 10:30 საათზე დაიწყება
24 საათით იფიცებიან დღეს, 13 მაისს საჯარო მოხელეები საჯარო მოხელეთა პროფკავშირების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
გაფიცვის ფარგლებში გაიმართება საპროტესტო აქციაც. აქციაში მონაწილეობის მიღების მსურველები კლავთმონოსის მოედანზე დილის 10:30 საათიდან შეიკრიბებიან.
საჯარო მოხელეთა მთავარი მოთხოვნებია:
- ხელფასების მომატება
- მე-13 და მე-14 ხელფასების დაბრუნება
- ინსტიტუციური ცვლილებები: სოლიდარობის შენატანების გაუქმება და კერძო სექტორში მიღებული გამოცდილების წლების აღიარება.
გაფიცვაში მონაწილეობას მიიღებენ მასწავლებლებიც, რაც სასწავლო პროცესის შეფერხებას გამოიწვევს.
ჯერ-ჯერობით უცნობია გაიფიცება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
საჯარო მოხელეთა პროფკავშირების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები კონფედერაციის წევრები არ არიან, შესაბამისად ისინი ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას:
“საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის საჯარო სექტორის ნაწილი; მის თანამშრომლებს არ წარმოადგენს პროფკავშირები, შესაბამისად, დღევანდელი გაფიცვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე გავლენას არ მოახდენს.”
