გაყინული იყო, დედამისს ვთხოვე ხელში აეყვანა და უარი მითხრა – სასწრაფო დახმარების ექიმი 3 წლის ანგელოს გარდაცვალების საქმის დეტალებზე საუბრობს
გაყინული იყო, დედამისს ვთხოვე ხელში აეყვანა და უარი მითხრა – სასწრაფო დახმარების ექიმი 3 წლის ანგელოს გარდაცვალების საქმის დეტალებზე საუბრობს
ამ დრომდე გრძელდება 3 წლის ანგელოს გარდაცვალების გახმაურებული საქმის განხილვა.
სასამართლო პროცესზე იკითხებიან მოწმეები, რათა დადგინდეს ბავშვზე ძალადობის მასშტაბები და სიმძიმე.
სასამართლო პროცესი ექიმების ჩვენებებით გაიხსნა. მოწმეთა შორის იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმიც, რომელმაც განაცხადა:
“ზარის მიღებიდან 3 წუთში შემთხვევის ადგილზე ვიყავით. სახლში შესვლისას დავინახეთ, რომ დივანზე იწვა პატარა ბავშვი. ბავშვის სახელი ვიკითხე და გადავამოწმე აღენიშნებოდა თუ არა სიცოცხლის ნიშნები, ვუთხარი “ანგელო, გაახილე თვალები.” ბავშვმა ნათქვამზე რეაგირება მოახდინა შემომხედა, თუმცა მალევე დახუჭა თვალები. ძალიან ცივი იყო, გაყინული. ჯერ პლედი ვითხოვე, რომ გამეხვია და გამეთბო, თუმცა არ მომიტანეს. შემდეგ დედას ვთხოვე ხელში აეყვანა და სასწრაფო დახმარების მანქანამდე წამოეყვანა, თუმცა უარი მითხრა. ორი ვარიანტი მიტრიალებდა თავში: სეფსისი, ან ფიზიკური ძალადობა. მოვითხოვე, რომ დაუყოვნებლივ ეცნობებინათ საავადმყოფოსთვის და ბავშვთა განყოფილების ექიმები რეანიმაციაში ყოფილიყვნენ მზად.”
გუშინდელ სხდომაზე ბრალდებულის (ბავშვის 27 წლის დედის) ნათესავებისა და საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ექიმების ჩვენებებმა კიდევ უფრო გამოკვეთა საქმის დეტალები. პედიატრებმა აღწერეს ბავშვის მძიმე მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ მსგავსი შემთხვევა მანამდე არ ენახათ და სწორედ ეს გახდა პოლიციის გამოძახების მიზეზი.
ამასთან, ბრალდებულის დედამ და დამ ისაუბრეს სირთულეებზე, რომლის გავლაც ბრალდებულს ცხოვრების განმავლობაში მოუწია.
