ხანია: 3 წლის გოგონას დედას კიდევ 2 შვილი ჰყავდა, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა
ხანია: 3 წლის გოგონას დედას კიდევ 2 შვილი ჰყავდა, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა
3 წლის გოგონაზე ძალადობის საქმის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ოჯახში აღნიშნულ შემთხვევამდე 2 ბავშვი გარდაიცვალა.
დედა, რომელიც გოგონას საავადმყოფოში მიყვანის დღიდან დაკავებულია, აცხადებს, რომ ბავშვები კვების დროს დაიღუპნენ.
გოგონას მშობლებს პროკურორთან დაკითხვაზე 25 მაისს გადაიყვანენ.
მათ ბრალი ადამიანის მკვლელობის მცდელობაში ედებათ.
ადგილობრივი პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დედა რომას თემის წარმომადგენელია, ხოლო მამა კი პაკისტანის მოქალაქე. დაკავებულს არ სურდა საწყის ეტაპზე სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, რამაც საკმაოდ დაამძიმა მისი ბრალეულობა.
შეგახსენებთ, რომ ოჯახში კიდევ 3 ბავშვია, რომლებიც აცხადებენ რომ გოგონა მათი დაა. პროკურორმა უკვე გასცა დეენემის ანალიზის ჩატარების განკარგულება, რის შედეგადაც ნათელი გახდება აქვთ თუ არა მათ ნათესაური კავშირი.
