სალონიკი: 67 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
სალონიკი: 67 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
სალონიკში, კერძოდ თერმის მუნიციპალიტეტის პატარა ქალაქ ტრიადში 30 წლის კაცი საკუთარი მამის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
თერმის კრიმინალური დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლებმა მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს მკვლელობის, ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის მუხლებით.
67 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის მის შვილთან ერთად ცხოვრობდა, რომელმაც ივარაუდება, რომ სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. დაზიანებების მიყენების მიზეზი კი მათ შორის გაჩაღებული ჩხუბი გახდა.
დანაშაულის ადგილიდან ამოღებულია დანა და სახრახნისი, რომლებიც უკვე გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.
სახლში ასევე ნაპოვნია 2 შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება, აბების სახით, რომელიც ექიმის რეცეპტის გარეშეა შეძენილი.
