ევროვიზია: აკილას დედამ კონკურსზე შვილის გამოსვლისას ცრემლები ვერ შეიკავა
ევროვიზია: აკილას დედამ კონკურსზე შვილის გამოსვლისას ცრემლები ვერ შეიკავა
ემოციურად ადევნებდა თვალს აკილას გამოსვლას მისი დედა ევროვიზიაზე.
მომღერალმა საბერძნეთი 16 მაისს სიმღერით „Ferto“ წარადგინა და კონკურსზე მე-10 ადგილი დაიკავა.
Instagram-ზე გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც OGAE Greece-მა გამოაქვეყნა, ჩანს დედის ემოციური რეაქცია იმ მომენტში, როდესაც აკილასი თავისი სიმღერის ყველაზე სენტიმენტალურ ნაწილს ასრულებდა. აღნიშნული ნაწილი სწორედ დედას ეძღვნებოდა, რის გამოც მან ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.
თავად მომღერალმაც მიუძღვნა დედას პირად ინსტაგრამ გვერდზე პოსტი კონკურსის დასრულების შემდეგ. საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ მან გამოაქვეყნა მათი საერთო ფოტოები როგორც ბავშვობიდან, ისე კონკურსისთვის მოსამზადებელი პერიოდიდან.
პოსტის აღწერაში კი მშობლების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშებს არ უნდა ეშინოდეთ მიყვნენ მათ ოცნებებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა შვილები მიიღონ და მხარი დაუჭირონ, მაშინაც კი, თუ თავდაპირველად მათი არჩევანის გაგება უჭირთ.
„შეხედე, დედა, რამდენი რამ შევძელით ბოლო თვეებში. ვისურვებდი, რომ არც ერთ ბავშვს არ ეშინოდეს ოცნებების ასრულების. ვისურვებდი, რომ ყველა მშობელი მხარს უჭერდეს საკუთარ შვილებს და უყვარდეთ ისინი ისეთები, როგორებიც არიან“, — წერს მომღერალი.
