Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთი

მანოლას ტრიკილისის ისტორია-საფოსტო ბარათზე დატანილმა მისმა სახასიათო გარეგნობამ მთელი მსოფლიო მოიარა

ბერძენი მანოლას ტრიკილისი ფსერიმოდან, თავისი დამახასიათებელი ულვაშით, გამჭოლი მზერით და სარიკით,  ათწლეულების მანძილზე იყო  საბერძნეთის სახე  საზღვარგარეთ.

ფოტოგრაფმა შემთხვევით დაინახა ფსერიმოში გზის პირას მჯდომი მანოლას ტრიკილისი და გადაიღო იგი. მისი სახასიათო  სახე საფოსტო ბარათზე დაიტანეს და მთელი მსოფლიო  შემოიარა, როგორც მახასიათებელმა ტრადიციული, გამორჩეული ბერძნული გარეგნობისა.

მისმა შვილიშვილმა გიორგო ტრიკილისმა ათენის საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას განმარტა, რომ ეს ფოტო 80-იანი წლებს განეკუთვნება.

“ბაბუა იჯდა ქუჩაში, ჩვენი ტავერნის მოპირდაპირე მხარეს, მისმა თვალშისაცემმა გარეგნობამ გულგრილი ვერ დატოვა იქვე გამვლელი ფოტოგრაფი და წინასწარი ნებართვის და გაფრთხილების გარეშე ფოტო გადაუღო, რომელიც შემდეგ, როგორც ღია ბარათი, მსოფლიოს ტურისტულ მაღაზიებში იყიდებოდა.”

1992 წელს მანოლას ტრიკილისი გარდაიცვალა, მაგრამ მისი ფოტო დღესაც ვრცელდება.

“ჩვენ ის მონასტირაკში ვნახეთ, ავსტრალიაშიც კი გვინახავს”, აღნიშნა გიორგო ტრიკილისმა და ამბობს, როდესაც ბაბუას შეატყობინეს, რომ მისმა ფოტომ მსოფლიო მოიარა, ამ ამბავმა ის ოდნავადაც არ დააინტერესა!

„ყველაფერი, რაც მას აინტერესებდა, იყო მხოლოდ  ახლო მეგობრების ყოლა, მისი ცხოველები, გემრიელი საკვები,  ყველი, უბრალო კაცი იყო, ძლიერი ხასიათით,  მკაცრი და ამავე დროს სამართლიანი, ასევე  ძალიან კარგი მსროლელი.  როდესაც გერმანელები მივიდნენ კუნძულზე, ეძებდნენ,  უნდოდათ მისი მოკვლა რადგან გაიგეს, რომ ის ძალიან კარგი მსროლელი იყო“, – თქვა მან.

როგორც მან ხუმრობით აღნიშნა,  ოჯახთან ერთად კრიტზე მოგზაურობისას, როდესაც ერთ-ერთ ტურისტულ მაღაზიაში შემთხვევით მანოლას ფოტო ნახა ულვაშით და სარიკით, იკითხა თუ ვინ იყო ის, რაზეც უპასუხეს, რომ ის არის კრიტელი, ცნობილი პიროვნება, რომელიც იბრძოდა სფაკიაში და მას მოუწია დიდხანს მტკიცება რომ ეს მისი ბაბუა მანოლა იყო, რომელიც ცხოვრობდა და გარდაიცვალა ფსერიმოში.

“იმ წლებში არა მხოლოდ კრიტზე, არამედ კუნძულელების უმეტესობას ულვაშები ჰქონდა და სარიკს ატარებდნენ”- აღნიშნა მან.

გიორგო ტრიკილისი ასევე  ცხოვრობს და მუშაობს ფსერიმოში, რომელსაც მხოლოდ 20 მუდმივი მცხოვრები ჰყავს და ფლობს “მანოლას ტავერნას”, ერთ-ერთ საუკეთესოს კუნძულზე, რომელსაც ყოველ ზაფხულს ათასობით ტურისტი სტუმრობს. იქ მან შექმნა კუთხე, სადაც წარმოდგენილია ფოტო ბაბუის ხელმოწერით სხვა ფოტოებთან და ნივთებთან ერთად, რომლებიც მისი ოჯახის ისტორიას ასახავენ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *