Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისამართალი

საბერძნეთი: უზენაესმა სასამართლომ კაცელის საქმესთან დაკავშირებით განაჩენი გამოიტანა

საბერძნეთი: უზენაესმა სასამართლომ კაცელის საქმესთან დაკავშირებით განაჩენი გამოიტანა

უზენაესმა სასამართლომ მრავალწლიანი განხილვის შემდეგ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის გამოთვლის პრინციპთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. 

სასამართლომ 35 ხმით 12-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა სესხებზე პროცენტის დარიცხვის წესის მსესხებლებზე მორგების პრინციპს და დაადგინა, რომ იპოთეკურ სესხებზე პროცენტი უნდა დაითვალოს ყოველთვიური გადასახდელი შენატანის (განვადების) მიხედვით და არა დარჩენილი სესხის სრულ ოდენობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სესხის პროცენტს დაუკორექტირებს 350 000 მსესხებელს და შეეხება ყველა იმ ფონდსა და სესხების მართვის კომპანიას, რომელიც საბერძნეთის ბაზარზე მოქმედებს.

საქმის განხილვის პროცესში სესხების მართვის კომპანიები და საინვესტიციო ფონდები ამტკიცებდნენ, რომ პროცენტი მთელ დავალიანებაზე უნდა დარიცხულიყო. მათი პოზიციის მიხედვით, ყოველთვიური განვადების საპროცენტო ნაწილი მთლიანი დავალიანების საფუძველზე უნდა გამოეთვალათ, რის გამოც უამრავი მსესხებლის ყოველთვიური გადასახადი ორჯერ ან მეტჯერ იზრდებოდა.

სასამართლო დავა ეხებოდა იმ სესხებს, რომელთა გადახდის გრაფიკიც კაცელის კანონის ფარგლებში განისაზღვრა. 

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან შვებას მოუტანს ათასობით ოჯახს, რადგან მათ სესხებზე გადასახდელი პროცენტის ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. ამავდროულად, გადაწყვეტილება ქმნის ერთიან სამართლებრივ პრაქტიკას და წყვეტს წლების განმავლობაში არსებულ დავას მსესხებლებსა და სესხების მართვის კომპანიებს შორის.

უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული განაცხადის თანახმად სრული გადაწყვეტილება უახლოეს საათებში გამოქვეყნდება სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *