Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს

სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს

სალონიკში 20 წლის გოგო ამტკიცებს, რომ კუდუსუნის კისტის ამოღების ოპერაციის დროს სამედიცინო შეცდომის შედეგად მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. მისი თქმით, ოპერაციის მიმდინარეობისას გამოყენებულმა სითხემ და ელექტროქირურგიულმა აპარატმა ძლიერი დამწვრობა მიაყენა.

პაციენტი თავდაპირველად ექიმებმა დაარწმუნეს, რომ დაზიანება მსუბუქი იყო, თუმცა მოგვიანებით ჩატარებულ გამოკვლევებზე დაყრდნობით სპეციალისტებმა მესამე ხარისხის დამწვრობა დაუდგინეს. დაზარალებულის თქმით მას კანის გადანერგვის ოპერაცია დასჭირდა, ოპერაციის შემდეგ კი ხანგრძლივი მკურნალობა. ამ დროისთვის მას კვლავ უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება.

დაზარალებულის ადვოკატის განცხადებით, საქმეზე ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ დაიწყება სამართლებრივი პროცედურები. მისი თქმით, ახალგაზრდა ქალს მიღებული დაზიანებების გამო პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაც გაუჭირდება.

საავადმყოფოს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია ოფიციალური ადმინისტრაციული გამოძიება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *