გახდა თუ არა მკვლელობის მიზეზი ეკონომიკური უთანხმოება წყვილს შორის
გახდა თუ არა მკვლელობის მიზეზი ეკონომიკური უთანხმოება წყვილს შორის
54 წლის მარიას და 26 წლის ოლიმპიოს ხვალ, 13 ივნისს დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ დედა-შვილის მკვლელობაში ბრალი 54 წლის მარიას პარტნიორს ედება. რომელმაც, ივარაუდება რომ, ჯერ მარიო მოკლა, შემდეგ კი შვილის დასახმარებლად მისულ დედას მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები.
ოჯახის ახლობელმა პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ ბრალდებულს საკმაოდ დიდი თანხა ჰქონდა ჩადებული მარიას სახლში, რომელშიც ერთად ცხოვრობდნენ და სადაც მკვლელობა მოხდა.
ბოლო პერიოდში, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაცი დაჟინებით ითხოვდა ჩადებული თანხის ნაწილის უკან დაბრუნებას: “დარწმუნებული ვარ რომ სწორედ ეკონომიკური დავა გახდა მკვლელობის მიზეზი. თანხა რომ დაებრუნებინა მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიღებული მოგებიდან მარიას მისი პარტნიორისთვის სავარაუდოდ არ დახოცავდა მათ. მაგრამ მარიამ მთელი თანხა მის შვილს მისცა, რომ გერმანიაში ცხოვრების გასაგრძელებლად დახმარებოდა.”
გამოძიება ვარაუდობს, რომ ბრალდებულს ეჭვი ჰქონდა, რომ დედა-შვილი სამუდამოდ აპირებდა მის გარეშე გერმანიაში გადასახლებას ისე, რომ მისთვის თანხის დაბრუნებას არ აპირებდნენ.
