ეღიოში მოკლული დედა-შვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება
ეღიოში მოკლული დედა-შვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება
65 წლის იტალიის მოქალაქემ, რომელსაც ბრალად დედა-შვილის განზრახ მკვლელობა ედება, პროკურორთან დაკითხვაზე შეხვედრის გადავადება ითხოვა. ბრალდებულს მოთხოვნა დაუკმაყოფილეს და მას შაბათს, 13 ივნისს დაკითხავენ.
ამასობაში მკვლელობის საქმის ახალი დეტალები გამოიკვეთა.
ოჯახის ახლობელმა პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ ბრალდებულს საკმაოდ დიდი თანხა ჰქონდა ჩადებული მარიას სახლში, რომელშიც ერთად ცხოვრობდნენ და სადაც მკვლელობა მოხდა.
ბოლო პერიოდში, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაცი დაჟინებით ითხოვდა ჩადებული თანხის ნაწილის უკან დაბრუნებას: “დარწმუნებული ვარ რომ სწორედ ეკონომიკური დავა გახდა მკვლელობის მიზეზი. თანხა რომ დაებრუნებინა მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიღებული მოგებიდან მარიას მისი პარტნიორისთვის სავარაუდოდ არ დახოცავდა მათ. მაგრამ მარიამ მთელი თანხა მის შვილს მისცა, რომ გერმანიაში ცხოვრების გასაგრძელებლად დახმარებოდა.”
გამოძიება ვარაუდობს, რომ ბრალდებულს ეჭვი ჰქონდა, რომ დედა-შვილი სამუდამოდ აპირებდა მის გარეშე გერმანიაში გადასახლებას ისე, რომ მისთვის თანხის დაბრუნებას არ აპირებდნენ.
