Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიUncategorized

საბერძნეთი ციფრულ სუვერენიტეტს აღწევს

საბერძნეთი ციფრულ სუვერენიტეტს აღწევს

ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე საუბრისას ყურადღება ხშირად ალგორითმებსა და პროგრამებზეა გამახვილებული, თუმცა მთავარი საკითხი არის ის, თუ ვის აქვს წვდომა ძლიერ გამოთვლით რესურსებზე. სწორედ სუპერკომპიუტერები, მონაცემთა ცენტრები და ძლიერი კომპიუტერული ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოიყენება რთული და მასშტაბური გამოთვლების შესასრულებლად იქცევა XXI საუკუნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურად და ექნება ისეთივე გავლენა, როგორც წარსულში ენერგეტიკულ ქსელებსა და ტელეკომუნიკაციებს.

ჩვეულებრივი კომპიუტერი მუშაობს რამდენიმე პროცესორით, ხოლო ახალი სისტემა აერთიანებს ათასობით ან ათეულ ათასობით პროცესორს, რომლებიც ერთდროულად მუშაობენ. რის შედეგადაც შესაძლებელია უზარმაზარი მოცულობის მონაცემების დამუშავება ძალიან მოკლე დროში.

ახალი სისტემა გამოიყენება 

  • ხელოვნური ინტელექტისა და დიდი ენობრივი მოდელების (მაგ. ChatGPT-ის მსგავსი სისტემების) გაწვრთნაში, 
  • ამინდისა და კლიმატის პროგნოზირებაში;
  • მედიცინასა და გენომიკის კვლევებში;
  • ახალი წამლებისა და მასალების შექმნაში;
  • კიბერუსაფრთხოებასა და თავდაცვით სისტემებში;
  • კვანტური გამოთვლების მხარდაჭერაში.

თუ ჩვეულებრივ კომპიუტერს რთული ამოცანის შესრულება 1 თვე დასჭირდება, ახალმა სისტემამ იგივე სამუშაო შეიძლება რამდენიმე საათში ან წუთში შეასრულოს.

ამიტომ დღეს სუპერკომპიუტერები და HPC ინფრასტრუქტურა ისეთივე სტრატეგიულ რესურსად ითვლება, როგორც ელექტროენერგიის ქსელები, პორტები ან სატელეკომუნიკაციო სისტემები. ისინი ქვეყნის ციფრული სუვერენიტეტისა და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *