Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ტაქსის მძღოლები გაფიცვას 5 დეკემბრამდე გააგრძელებენ

ტაქსის მძღოლები გაფიცვას 5 დეკემბრამდე გააგრძელებენ

ქალაქი 5 დეკემბრამდე დარჩება ტაქსის გარეშე, რადგან ტაქსის მძღოლთა ფედერაციამ 48 საათიანი გაფიცვის კიდევ უფრო გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

5 დეკემბრამდე გაგრძელდება საპროტესტო გამოსვლებიც.

შეგახსენებთ, რომ გაფიცვის გადაწყვეტილება კომიტეტმა 24 ნოემბერს მიიღო. 

მძღოლები აცხადებენ, რომ მათ პროფესიასთან დაკავშირებული პრობლემებისა და გამოწვევების აღმოსაფხვრელად არაფერს აკეთებს სახელმწიფო და ითხოვენ ხელისუფლებისგან შესაბამისი ზომების გატარებას.

მათ მთავარ მოთხოვნად გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებების ელექტრონულად დაქირავების პროგრამის შეჩერება რჩება, რომელიც წესით 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა ჩაეშვას. ტაქსის მძღოლები აღნიშნული პროგრამის 2035 წლამდე გადადებას ითხოვენ.

მოთხოვნათაგან ერთ-ერთია: 

  • სხვადასხვა აპლიკაციებისთვის მუშაობის წესების დადგენა, რათა აღმოიფხვრას არაჯანსაღი კონკურენცია, 
  • ტაქსის მძღოლებისთვის ავტობუსების ზოლებში შესვლის და გადაადგილების ნების დართვა,
  • ტარიფების კორექტირება, 
  • სამართლიანი საგადასახადო მოთხოვნები.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *